,

10 ცნობილი პიროვნება, რომელთა არსებობა დღემდე დადასტურებული არ არის


Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ნებისმიერ ისტორიას წერენ ადამიანები, უძველეს ისტორიებს კი ხელახლაც ბევრჯერ გადაწერენ ხოლმე. ყველა ავტორი რაღაცას ამატებს, ფაქტები მითებად და ლეგენდებად იქცევა, ასე რომ რთულია დანამდვილებით თქვა, რა იყო სინამდვილეში და რა არა.

რაღაცა.ჯი – მ შეგიდგინათ ადამიანების სია, რომელთა არსებობასაც, დღევანდელი ისტორიკოსები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

მეფე არტური

ყველა ბავშვმა იცის ისტორიები მრგვალი მაგიდის რაინდების შესახებ. ისტორიკოსები დარწმუნებულნი არიან რომ მამაცი მეფე არტური, სხვა არაფერია თუ არა ლეგენდა, რომელიც წარმოადგენს იმ ეპოქის დროინდელი გმირობების გაერთიანებულ სახეს. ოფიციალურ წყაროებში ის არ მოიხსენიება.

ჰომეროსი

ძველბერძნული ეპოქის პოეტი, ოდისეა და ილიადას ავტორი, ჰომეროსი სპეციალისტების ვარაუდით შესაძლოა არც არასდროს არსებობდა. მისი ტექსტების ღრმა ანალიზით კი შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ისინი სხვადასხვა სტილშია დაწერილი.

პითაგორა

პითაგორას თეორია ყველა მოსწავლისთვის ცნობილია. თუმცა მეცნიერები დაეჭვებულნი არიან იმ ფაქტის ჭეშმარიტებაში, რომ ამ თეორიის დამტკიცება, მართლაც პითაგორას ეკუთვნის. გარდა პითაგორელების სიტყვისა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ეს ხომ ისინი არიან ვინც ამტკიცებდა რომ პითაგორა, აპოლონის შვილია და მას ოქროს ბარძაყი აქვს. 

ჟანა დ’არკი

ორლეანელი ქალწული, საფრანგეთის გმირი და ასწლიანი ომის ერთ-ერთი ლიდერი – ჟანა დ’არკი, ყველასთვის და ყველგან არის ცნობილი. რთულია იპოვო სხვა ისტორიული ფიგურა, რომლისთვისაც ამდენი მეცნიერულ-ისტორიული კვლევა ჩატარდა. მაგრამ მიუხედავად უამრავი მოწმისა და მტკიცებულებისა, ჟანა დ’არკი ისევ გამოცანად რჩება. ყველაფერი კი მისი გმირის მითოლოგიურ პერსონაჟად გარდაქმნის მცდელობის ბრალია, რაც მის სიცოცხლეშივე დაიწყო. ჟანას ირგვლივ იმდენი ლეგენდაა აგორებული, რომ ძნელია მათში ნამდვილი პიროვნება დაინახო.

მეფე სოლომონი

ბეჭდის წარწერით <<და ესეც გაივლის>> მფლობელის, მეფე სოლომონის არსებობას, მხოლოდ ბიბლიური ტექსტები ადასტურებენ. აი არქეოლოგები კი, რომლებსაც მისი არსებობის დაზუსტება სურთ, ცდილობენ რაიმე ხელმოსაჭიდი მტკიცებულება იპოვონ, თუმცა ამაოდ.

რობინ ჰუდი

ბევრი მეცნიერი ეცადა შერვუდის ტყის კეთილი ხულიგნის პიროვნების ამოცნობას. დავალება რთულდება იმით, რომ პირველი ხმები რობინ ჰუდზე, XIII-XIV საუკუნით თარიღდება, მაშინ კი ხულიგნობა იმდენად მოდური იყო, გამოყო ერთი ხულიგანი, თუმცაღა კეთილი, ძალიან რთულია.

ისტორიკოსები საბოლოო ჯამში მიდიან იქამდე, რომ რობინ ჰუდი, ეს მხოლოდ ლეგენდაა, ღარიბების შთაგონებისა და იმედის წყარო.

შექსპირი

შექსპირის საკითხი დიდი ხანია ისტორიკოსებს აწუხებთ. არსებობს უამრავი თეორია იმისა, თუ ვინ იმალებოდა ფსევდონიმის -უილიამ შექსპირის ქვეშ. სახელდებიან როგორც ცალკეული კანდიდატები, ასევე მწერალთა დაჯგუფებებიც.

შექსპირის როლზე, ყველაზე პოპულარული პრეტენდენტები არიან: კრისტოფერ მარლო, ფრენსის ბეკონი, როჯერ მენნერსი და ედუარდ დე ვერი.


 

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
ჩატვირთვა...