,

10 ცნობილი სახე, რომელსაც არ აინტერესებთს საკუთარი ვარსკვლავური სტატუსი და ძვირადღირებული მანქანები


Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ვარსკვლავების ცხოვრების შესახებ საუბრისას, ჩვენ ლიმუზინი ან წითელი ხალიჩა წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ. სინამდვილეში, ბევრი მათგანი განაგრძობს უშუალო ცხოვრების წესს და იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

1. რიანა

რიანა დაიბადა ბარბადოსში, უბრალო მრავალშვილიან ოჯახში და მსოფლიო ცნობადობამაც ვერ შეცვალა მისი ‘უბრალო გოგონას’ ხასიათი. იგი ხშირად ემესიჯება თაყვანისმცემლებს ინტერნეტში, უყვარს ტელევიზორის ყურება, ამზადებს ეროვნულ კერძებს და ხშირად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

2. ენ ჰეტევეი

გაღიმებული ენ ჰეტევეი თვითონვე, საკუთარ თავზე ამბობს, რომ ის არის უბრალო გოგონა საშუალო სკოლიდან, რომელიც გაიზარდა ნიუ ჯერსიში, და ის ყოველთვის ასეთად დარჩება.

3. დრიუ ბერიმორი

დრიუ ბერიმორს წარმატება ძალიან ახალგაზრდა ასაკში ეწვია, ასე რომ ვარსკვლავური დაავადება მან დიდი ხანია დაძლია. ის ახლა უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად დებს სოციალურ ქსელებში თავის ფოტოებს უმაკიაჟოდ და მეტროთიც სიამოვნებით მგზავრობს.

4. დაკოტა ფენინგი

დაკოტა არ იქცეოდა ისე როგორც ბევრი ამომავალი ვარსკვლავი. მას არ უყვარდა სმა და ნარკოტიკები, თავის დროს ყოველთვის სწავლას უთმობდა. გადაღებებიც კოლეჯს შეუთავსა. პაპრაცებსაც არ ემალება, ამიტომაც ხშირად ხვდება მათ ობიექტივში, მეტროსა თუ სხვა ადგილებში.

5. მაიკლ დუგლასი

მაიკლ დუგლასი ცნობილია თავისი ირონიული მიდგომით ცხოვრებისა და, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის მიმართ. როდესაც მას მისი ნიჭზე ეკითხებიან, მას შეუძლია ადვილად უპასუხოს: “მე ძალიან ძლიერი ვარ საფენების გამოცვლაში.” მსახიობი ხშირად ატარებს თავის ქალიშვილს სკოლაში მეტროთი.

6. კეტი ჰოლმსი

კეტი ყოველთვის სწრაფი გადაადგილების საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ მისი უამრავი ფოტო გადაღებული მეტროში მარტო, თუ შვილთან ერთად.

7. ჯენიფერ ლოპესი

ჯეი ლოც – ბრონქსში მცხოვრების ერთ-ერთი უბრალო ოჯახიდანაა. მან თავისი შრომისმოყვარეობით მიაღწია წარმატებას, მაგრამ მან არასოდეს დაუვიწყებია, საიდან დაიწყო. ჯენიფერი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, არ სვამს ალკოჰოლს, მხარს უჭერს ბავშვთა საავადმყოფოსა და ხშირად ადამინათა უფლებათა დამცველად გვევლინება.

8. პოლ ვესლი

ვამპირის დღიურების ვარსკვლავი, პოლ უესლი, რეალურ ცხოვრებაში შორსაა მაჩოს იმიჯისგან. თავის თავისუფალ დროს ის არათუ კლუბურ მუსიკას, არამედ ჰოკეის თამაშს, სნოუბორდს, გიტარასა თუ ნათესავებთან კომუნიკაციას უთმობს. მსახიობი ხშირად მგზავრობს მეტროთი.

9. ზოი დეშანელი

ზოი დეშანელი თავის მოძველებულ გოგონას უწოდებს: უყვარს ძველი ფილმები და მუსიკა. ის არ მისდევს მოდის ტენდენციები და საერთოდ არ ანაღვლებს სხვისი მოსაზრებები.

10. ჯეიკ ჯილენჰოლი

ჯეიკ ჯილენჰოლი – ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალი, რომელიც უფრო დაინტერესებულია უნარითა და ნიჭით, ვიდრე მატერიალური ფასეულობებით. ის  თავად ამბობს, რომ უმჯობესია, იყო აუზების ბრწყინვალე მხეხავი, ვიდრე უღიმღამო მსახიობი, ამიტომ ჯეკი ძალიან ბევრს შრომობს და ახალ ენებსაც კი სწავლობს როლებისთვის.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
ჩატვირთვა...