,

5 მითი ისტორიიდან რომლის ჭეშმარიტებაც დღემდე გვჯერა


Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ილუზორული სიმართლის ეფექტის წყალობით ჩვენ ხშირად ვხდებით სიცრუს ტყვენი. მსოფლიო ისტორიაც ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის. ბევრი რამ იქიდან რაც სკოლაში გვასწავლეს ტყუილი აღმოჩნდა.

რაღაცა.ჯი თქვენთვის ამსხვრევს ისტორიულ სტერეოტიპებს და ფარდას ხდის სიმართლეს.

#1 ბერძნებმა ტროას დასაპყრობად ცხენი გამოიყენეს

სიმართლე: მიზანი მართლაც ტროას აღება იყო, თუმცა დანაელთა საჩუქარი სინამდვილეში არც არსებობდა. მის ნაცვლად ბერძნებმა მოიგონეს უნიკალური მექანიზმი, რომელიც ერთი შეხედვით თითქოსდა ცხენს წააგავდა. სწორედ ის დაეხმარათ კედლის დანგრევაში და ქალაქში შეღწევაში.

#2 კლეოპატრა ეგვიპტელი იყო

სიმართლე: ეგვიპტის სახელგანთქმული დედოფალი კლეოპატრა წარმოშობით ბერძენი იყო. კლეოპატრა ალექსანდრიაში დაიბადა. ის პტოლემეს დინასტიის შთამომავალია რომლებმაც ეგვიპტე ალექსანდრე დიდის გარდაცვალების შემდეგ დაიპყრეს. სხვათა შორის კლეოპატრა პირველი იყო ოჯახში რომელმაც ეგვიტური ისწავლა.

#3 პირამიდები მონებმა ააშენეს

სიმართლე: არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ფარაონის დიდებული სამარხები არც მონებს და არც ებრაელებს არ აუშენებიათ, არამედ თავისუფალმა ადამიანებმა და მშენებლობაში დახელოვნებულმა პროფესიონალებმა.

#4 გლადიატორები ყოვეთვის ერთმანეთს კლავდნენ

სიმართლე: გლადიატორები ზოგჯერ არც კი იბრძოდნენ სიკვდილამდე. ყველაზე კარგი მებრძოლები ძვირად ფასობდნენ და როგორც წესი დიდ ხანს ცოცხლობდნენ. ჩონჩხის ანალიზი და წარწერები სამარხზე იუწყება რომ იყვნენ გლადიატორები რომლებიც ასწრებდნენ ასზე მეტი ბრძოლის ჩატარებას და ცხოვრობდნენ 25-30 წელი, რაც შეესაბამებოდა იმდროინდელი რომის იმპერიის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას.

#5 ვიკინგები რქიან მუზარადებს ატარებდნენ

სიმართლე: ვიკინგის ხსენებაზე ყველას წვერებიანი კაცი ახსენდება რქიან მუზარადში. მაგრამ ჯერ არცერთ არქეოლოგიურ კვლევას მსგავსი რამ არ დაუდასტურებია. სინამდვილეში რქიანი მუზარადი არც თუ ისე პრაკტიკულია და თუ მას იყენებდნენ ვიკინგები, მხოლოდ და მხოლოდ რიტუალებში და არა ბრძოლის დროს.




Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
ჩატვირთვა...