,

5 ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე ტურისტებისთვის

Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

დედამიწა მშვენიარია მაგრამ არის მასზე ისეთი ადგილები რომელთა სილამაზე ინახავს ფარულ საშიშრობას

სიკვდილის ველი,აშშ

© Tpsdave  

თუ დედამიწა ჩვენი სახლია, მაშინ სიკვდილის ველი გახურებული ბუხარია. აქ არის დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა დედამიწაზე 56,7 ცელსიუსი. ამ ადგილზე ადამიანის ყველაზე ამტანი ორგანიზმიც კი უცებ სუსტდება და 24 საათი უწყლოდ ყოფნის შემთხვევაში, შესაზლოა ყველაფერი დასრულდეს ფატალური შედეგით.

დანაკილის უდაბნო, ერიტრეა

© (c)V  

აქ ყოველ ნაბიჯზე გხვდებათ მოქმედი ვულკანები, ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს, მიწიდან კი გოგირდით და გაზებით სავსე შხამიანი გეიზერები ფეთქვს. საშინელი ადგილია თუმცა მისი არაამქვეყნიური სილამაზე ტურისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.

ვაშინგტონის მთა, ამერიკა

© The Pilot’s-Eye View  

ვაშინგტონის მთის მწვერვალი, ყველაზე ქარიანი ადგილია დედამიწაზე. აქ დაფიქსირებული ქარის მაქსიმალური სისწრაფე — 324 კმ/ს და თუ ამას დავუმატებთ -40 გრადუს ტემპერატურას მუდმივი თოვლით, მივიღებთ ძალიან არაკომფორტულ გარემოს. მიუხედავად იმისა რომ მთის სიმაღლე შეადგენს 1917 მეტრს, ადამიანი იქ თავს ისევე გრძნობს როგორც ჰიმალაის მთაზე მწერვალზე.

კეიმადა-გრანდი, გველების კუნძული, ბრაზილია

© Joao Marcos Rosa  

ეს კუნძული აღიარებულია პლანეტის ყველაზე საშიშ ადგილად. ამის მიზეზი კი ამ კუნძულის ბინადრები არიან- ყველაზე შხამიანი გველები მსოფლიოში, ბოტროპსები. მათი განლაგება ასეთია- 5 გველი ერთ კვადრატულ მეტრზე. აქ ერთ დროს ადამიანები ცხოვრობდნენ, თუმცა ყველანი დაიხოცნენ გველების შემოსევის შედეგად. ბრაზილიის მთავრობამ ტურისტებს ამ ადგილთან მიახლოებაც კი აუკრძალა.

ჩონბური, ტაილანდი

© Jon Nok / SWNS

ტაილანდის აღმოსავლეთ პროვინცია ჩონბურიში ნიანგების ფერმა დროებით დაკეტეს, რადგან იქ ტურისტებისთვის ექსტრემალური ატრაქციონი აღმოაჩინეს. ფოტოს გავრცელების შემდეგ ფერმას პოლიცია და მაღალჩინოსნები ეწვივნენ. 15 ივლისს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 90 დღით დაეხურათ ნიანგების ფერმა, უსაფრთხოების შესამოწმებლად.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
ჩატვირთვა...