,

6 მითი ხეებზე, რომელიც კიდევ გვჯერა


Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

თქვენ კიდევ ფირქობთ რომ ყველა ხე ცეცხლში იწვის და წყალში არ იძირება? რომ ტკბილეულის ხეები მხოლოდ ზღაპრებში არსებობს? რომ ხის ფესვები მხოლოდ მიწის ქვეშ იზრდება იზრდება?

ჩვენ რაღაცა.ჯი – მ მოვიძიეთ მასალები ამ თემის გარშემო და ძალიან გაკვირვებულნი დავრჩით.

#1  ყველა ხე ცეცხლში იწვის

არსებობს ბევრი სახეობის ხე რომელიც ცეცხლში არ იწვის. მაგალითად ავსტრალიური ევკალიპტი ან ჩრდილო-ამერიკული სეკვოია. მისი ცეცხლგამძლეობის საიდუმლო სექლი ქერქის რამდენიმე ფენით იხსნება, რომელიც სითბოს არ ატარებს.

#2  არცერთი ხე წყალში არ იძირება

ხეები – უამრავი სახეობის არსებობს. არიან ისეთებიც რომლებიც წყალში იძირება, მაგალითად ებონის შავი ან ყველაზე მძიმე ხე მსოფლიოში – კვებრახო, რომელიც არგენტინასა და პარაგვაიში იზრდება. ის თუჯზე 1,5 ჯერ უფრო მყარია და თუ იარაღიდან ტყვიას ვესვრით, ხე მას ისე აისხლიტავს, რომ ტყვიის კვალიც არ დარჩება.

#3  ფუნთუშა, ნამცხვარი ან კანფეტი ხეზე არ იზრდება

აზიის ტროპიკულ ტყეებში, გვხვდება პურის ხეები. მისი მგვრალი ნაყოფი შეიცავს ცომის მაგვარ მასას, რომლის გამოცხობითაც ფუნთუშას მივიღებთ. ოკეანეების კუნძულებზე კი არსებობს ხეების ცალკეული სახეობა <ნამცხვრები>. მათ ყვითელი ფერის ნაყოფს, შეხედულება და გემო ისეთივე აქვს, როგორც ნამდვილ ნამცხვარს. სამხრეთ-აღმოსვლეთ აზიაში კი იზრდება ძალიან ტკბილი – კანფეტის ხე  ანუ ტკბილი ჰოვენია.

#4 ხეების ფოთლები შაქრის მაღალი შემცველობისგან წითლდება

ბოლო დრომდე, ფოთლების გაწითლებას ხსნიდნენ იმით, რომ შემოდგომაზე ფოტოსინთეზის პროცესი ძლიერდება, რის გამოც მეტი შაქარი გამომუშავდება, რომელიც ფოთოლს წითელ შეფერილობას აძლევს. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება. ფოთლებს ფერების ცვლა სიცოცხლეს უხანგრძლივებს, მოქმედებს რა, როგორც დამცავი მექანიზმი, ულტრაიისფერი სხივებისგან. 

#5 ხეები არ იზრდებიან ტუნდრაში, რადგან იქ ძალიან ცივა

ტუნდრაში არ არის ისეთი ცივი ზონები როგორიც ტაიგაშია, თუმცა ტაიგაში ხეები ჩვეულებრივად იზრდება. ამის მიზეზი კი ისაა რომ გრძელი და თბილი ზაფხული, ტაიგის ხეებს მყარი ქერქის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ტუნდრაში კი, მოკლე ზაფხულის გამო ხეები ვერ ასწრებენ ასეთი დამცავით შემოსვას. რის გამოც ზამთარს მხოლოდ დაბალი მცენარეები უმკლავდებიან, რომლებიც საგულდაგულოდ დაფარულნი არიან თოვლით.

#6 ყველა ხეს ფესვები ეზრდება დაბლა

აღმოჩნდა რომ არსებობს ხეები რომელთა ფესვები მიწის ზემოთ იზრდება და ისინი ვენესუელის ჯუნგლებში გვხვდება. ასეთი უჩვეულო ქცევის მიზეზი ისაა, რომ ნიადაგი შეიცავს ძალიან ცოტა ნიტრატებს. ამიტომაც ფესვები მიწის ზემოთ ამოდიან და მინერალებს წვიმის წყლიდან ღებულობენ.




Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
ჩატვირთვა...