,

9 საიდუმლო ცხოველებზე რომელიც სკოლაში არ გვითხრეს


Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ბიოლოგიის გაკვეთილებზე ასეთი რამეები რომ მოეყოლათ, ნამდვილად არ გვექნებოდა გაცდენის სურვილი.

ჩვენ შეგიგროვეთ 9 ფაქტი ცხოველთა სამყაროდან, რომელმაც მეცნიერებიც კი გააოცა.

1 შევარდენი ცეცხლს უკიდებს ბალახს, რათა მსხვერპლი ბუდიდან გამოიყვანოს

გამოდის, რომ ზოგიერთი ფრინველი ხელს უწყობს ტყის ხანძრის გავრცელებას. ავსტრალიელმა ზოოლოგებმა არაერთხელ შენიშნეს, თუ როგორ მოჰქონდა ცეცხლ წაკიდებული პატარა ჯოხები შევარდენს და იმ ადგილას აგდებდა სადაც მსხვერპლი ეგულებოდა. ამგვარად ის ახალი ხანძრის კერას ქმნის რითაც მსხვეპლს ბუდის დატოვებას აიძულებს.

2 ბაყაყი ბოლომდე იყინება, შემოდგომას კი ისევ ლღვება და განგრძნობს სიცოცხლეს

ეს გახლავთ ალიასკის ტყის ბაყაყი. ყინვების დაწყებისთანავე ის ფაქტიურად 6-7 თვის განმავლობაში იყინება: მისი სხეული დაფარულია ყინულით, ფილტვები და გული წყვეტს მუშაობას, სისხლი კი მაინც მიმოქცევაშია. ამაში მას ეხმარება ნივთიერება რომელიც სისხლს გაყინვის საშუალებას არ აძლევს.

3 თევზი რომლის აშენებულ სასიყვარულო ბუდეს, იდეალური გეომეტრიული ფორმები აქვს

წყნარი ოკეანის ფსკერზე ამ საიდუმლო წრიული ნამუშევრების “ავტორი” – ერთ-ერთი სახეობის თევზია. საქმე იმაშია რომ ამგვარად აშენებული ბუდის ცენტრში, წყალქვეშა დინების დახმარებით ქვიშის მცირე ნამცეცები აღმოჩნდება, რომელიც აუცილებელია ამ თევზების ქვირითის გადარჩენისთვის.

4 ზებრებს შავ-თეთრი ზოლები, სინამდვილეში შესანიღბად სულაც არ სჭირდებათ

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ შავი და თეთრი ზოლები ეფექტურია ბუზებისა და კოღოების წინააღმდეგ. ვიწრო ზოლები ზებრების სხეულზე, მწერებისთვის არამიმზიდველად გამოიყურება, მათზე გამოხატული შუქის ტალღების გამო.

5 ალკოჰოლი ეხმარებათ თევზებს ცივი ზამთრის გადატანაში

როდესაც ოქროს თევზი იგრძნობს ზამთრის მოახლოებას, მისი სხეული გამოყოფს ეთილის სპირტს. სწორედაც რომ ეთილის სპირტი ეხმარებათ მათ, მაშინაც კი როდესაც წყალთან ერთად გაიყინებიან, დარჩნენ ცოცხლები და დაელოდნონ დათბობას.

6 უზარმაზარი ზვიგენი რომელიც არასოდეს გიკბენთ

ეს გიგანტური ზვიგენი – მეორე უდიდესი თევზია ვეშაპის შემდეგ. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ მას შეუძლია თევზის ან თუნდაც ადამიანის გადაყლაპვა. თუმცა, სინამდვილეში ისინი არ წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანისთვის, რადგან ვეშაპივით პლანკტონით იკვებებიან.

7 გიგანტური ვარანი ძალიან სუსტი ცხოველია

მიუხედავად იმისა რომ ეს უზარმაზარი ხვლიკი შემზარავად გამოიყურება, გაირკვა რომ მისი ნაკბენი შინაურ კატაზე უფრო სუსტია და თუ ვარანი გადაწყვეტს ვინმეს უკბინოს, დიდი ალბათობით ის დაიზიანებს ყბასა და თავის ქალას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს ხვლიკები ნადირობისას შხამს იყენებს.

8 წარმოუდგენელი სიგრძის თევზი

ეს ზღვის მონსტრი დაიჭირეს რამდენიმე წლის წინ, კუნძულ კატალინას ერთ-ერთ პლიაჟზე. მას ‘ქამარი თევზიც’ კი უწოდეს. მისი სიგრძე 5,5 მეტრია. აღსანიშნავია, რომ იგი გინესის წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე გრძელი ძვლოვანი თევზი.

9 კოალებისა და ადამიანების თითის ანაბეჭდები პრაკტიკულად ერთნაირია

ავსტრალიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კოალას თითის ანაბეჭდი, ისევე როგორც ორი წვეთი წყალი, ჰგავს ადამიანის თითის ანაბეჭდს. მსგავსება იმდენად კოლოსალურია, რომ სპეციალისტებსაც კი უჭირთ ადამიანისა და კოალის ანაბეჭდის გარჩევა.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
ჩატვირთვა...