,

მარტივი მეთოდი მიიღო გადაწყვეტილება


Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

თქვენს წინაშეა ძალიან სასარგებლო და მარტივი ტექნიკა გადაწყვეტილების მისაღებად — დეკარტის კვადრატი.  მისი არსი მდგომარეობს იმაში რომ უნდა შეხედოთ პრობლემას/სიტუაციას სხვადასხვა მხრიდან, გასცეთ რა პასუხი მხოლოდ 4 კითხვას.

უპასუხეთ გულწრფელად შემდეგ კითხვებს:

1) რა იქნება თუ ეს მოხდება? (რას მივიღებ, პლიუსები)

2) რა იქნება თუ ეს არ მოხდება? (ყველაფერი დარჩება ისე როგორც არის, პლიუსები სასურველის არ მიღების შემთხვევაში)

3) რა არ იქნება თუ ეს მოხდება? (მინუსები, სასურველის მღებისას)

4) რა არ იქნება თუ ეს არ მოხდება? (მინუსები, სასურველის არ მიღების შემთხვევაში) ამ კითხვასთან ყურადღებით… რადგან გონებას მოუნდება უგულველყოს ორმაგი უარყოფა და პასუხი შესაძლოა გავდეს პირველ კითხვაზე პასუხს. არ დაუშვათ ეს.

რატომ მუშაობს ეს ტექნიკა?

საქმე იმაშია რომ სიტუციებში რომლებიც გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებენ, ჩვენ ხშირად ვიციკლებით ერთ პოზიციაზე: რა იქნება თუ ეს მოხდება? დეკარტის კვადრატის დახმარებით ჩვენ ერთი და იგივე სიტუაციას 4 სხვადასხვა მხრიდან განვიხილავთ. სწორედ ეს გვეხმარება ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და მივიღოთ გაცნობიერებული გადაწყვეტილება.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
ჩატვირთვა...