,

როგორ მივირთვათ რესტორნებში ისე რომ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ


Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

დღეისათვის უცხოური კერძებით ვეღარავის გააკვირვებთ. იაპონური, იტალიური, ქართული – ნებისმიერ სამზარეულოს შეგიძლიათ თქვენივე ქალაქის რესტორნებში გაეცნოთ. მაგრამ თუ თქვენი მთელი ყურადღება ჭამის ფორმაზე იქნება მიმართული, მაშინ უცხოური კერძებისგან სიამოვნებას ვერ მიიღებთ.

რაღაცა.ჯი — გთავაზობთ რამდენიმე ინსტრუქციას თუ როგორ უნდა მივირთვათ ესა თუ ის კერძი.

#1 აჭარული ხაჭაპური

ყველას არ ესმის, თუ როგორ უნდა ჭამოს ქართული სამზარეულოს ეს კერძი ისე, რომ ყველმა და კვერცხმა ხელები და სახე არ მოგისვაროთ. მოატეხეთ პური გვერდებიდან, ამოაწეთ და შეჭამეთ, სულ ეს არის…

#2 სპაგეტი

ჩაურჭეთ სპაგეტს ჩანგალი და დაატრიალეთ მაქსიმუმ 3-ჯერ, წინააღმდეგ შემთვევაში ძალიან გრძელი გამოვა და მთელი სახე მოგესვრებათ. შეგიძლიათ ქვევიდან კოვზიც მიახმაროთ.

#3 ბურგერი

ხშირად ბურგერის შიგთავსი გარეთ ცვივა და ამით ხელები, ტანსაცმელი და საერთოდ ყველაფერი გესვრებათ. ამის თავიდან ასაცილებლად, თქვენ არ გჭირდებათ ბურგერის ნაწილებად დაჭრა და სალათად გადაქცევა, უბრალოდ გაყეთ ბურგერი შუაზე. ნახევარი ბურგერის ხელში ჭერა გაცილებით კომფორტულია და შიგთავსიც არ გადმოიყრება.

#4 როლი

აიღეთ როლის ნაჭერი საჭმელი ჩხირებით ან ხელებით, მაგრამ არა ჩანგალით. მისი კიდე ჩააწეთ სოუსში. არ ამოგანგლოთ როლი სოუსში ორივე მხრიდან…

#5 სუში

ჩხირის დახმარების გადმოაბრუნეთ სუში გვერდზე. მოკიდეთ ჩხირები ისე, რომ ერთით თევზს იჭერდეთ, ხოლო მეორეთი ბრინჯს. შემდეგ ჩააწეთ ისე, რომ სოუსი მხოლოდ თევზს შეეხოს.

#6 საშიმი

აიღეთ ერთი ნაჭერი საშიმი საჭმელი ჩხირებით (იაპონური საჭმელი უნდა ჭამოთ ჩხირებით ან ხელებით, მაგრამ არა ჩანგლით). თევზის ნაპირი ჩააწეთ სოუსში, მაგრამ არაა აუცილებელი მთლიანად ჩააწოთ. შემდეგ კი მიირთვით…

#7 სოიოს სოუსი

არ აავსოთ თასი სოიოს სოუსით ბოლომდე. იაპონიელებისგან რეკომენდირებულია თასის მცირედით შევსება, ხოლო გათავების შემთხვევაში ისევ დამატება.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
ჩატვირთვა...