,

სად არიან ისინი ახლა? სერიალ ,,მეამბოხე სულის” მსახიობები


Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

2000-ანებში ეს არგენტინული სერიალი, მთელ მსოფლიოში პოპულარული იყო და თაობებზე იქონია გავლენა. გადაღებების დროს სერიალის მთავარი როლების შემსრულებლებმა მუსიკალური ჯგუფი „Erreway“ შექმნეს და სერიალიდან დამოუკიდებლად, სამი ალბომიც ჩაწერეს. ჯგუფი „Erreway“ 2004 წელს დაიშალა.

მია – ლუისიანა ლოპილატო

ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი (კოლეჯის ლამაზმანი — მია კოლუჩი) ლუისიანა ლოპილატო, გადაღებების პარალელურად წარმატებული მოდელიც გახლდათ. 2007 წელს მშობლიურ არგენტინაში ის „წლის სახე“ გახდა, 2009 წელს კი, FHM-ის ვერსიით, პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალბატონების ასეულში შევიდა. ლუისიანა პირველი იყო, ვინც ჯგუფი დატოვა და გადაღებები გააგრძელა, თუმცა უკვე ადგილობრივ სერიალებსა და ფილმებში. მსახიობი ცნობილ მომღერალ მაიკლ ბუბლეის მეუღლეა. მათ ორი ვაჟი – ნოა და ელიასი ჰყავთ.

პაბლო – ბენჯამინ როხასი

ბენჯამინი სერიალში ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, პაბლოს თამაშობდა. ის ჯგუფ Erreway-შიც მღეროდა, ახლა ის ფელიპე კოლომბოს პარტნიორია ჯგუფში სახელწოდებით ,,RoCo”. მსახიობი გადაღებებში კვლავ აგრძელებს მონაწილეობას და მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია სერიალი „როდესაც შენ იღიმი“. პირად ცხოვრებაში „მეამბოხე სულის“ ვარსკვლავს ყველაფერი კარგად აქვს: არგენტინელ მსახიობს ხვდება, თუმცა დაქორწინებული ჯერ არ არის.

მარისა – კამილა ბორდონაბა

მსახიობმა ჭირვეული გოგონას, მარისას როლი შეასრულა, რომელიც ასევე იყო Erreway-ს შემადგენლობაში. კამილა სამსახიობო კარიერას ამჟამადაც აგრძელებს, მონაწილეობს არგენტინულ ფილმებსა და სერიალებში. კამილა დღემდე ინარჩუნებს სერიალის კოლეგებთან მეგობრულ ურთიერთობას, განსაკუთრებით ბენჯამინ როხასთან და ფელიპე კოლომბოსთან, რომლის ქალიშვილის ნათლიაა.

მანუელი – ფელიპე კოლომბო

ფელიპემ სერიალში ელიტარული კოლეჯის მთავარი მეამბოხის, მანუელის როლი ითამაშა. ამჟამად მსახიობი გადაღებებში თითქმის აღარ მონაწილეობს, მთელ დროსა და ძალისხმევას ოჯახსა და მუსიკალურ ჯგუფ RoCo-ს უთმობს, რომელიც მსახიობ ბენჯამინ როხასთან ერთად დააარსა. მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა სესილია კორონადოს, რომელზეც მოგვიანებით იქორწინა. 2009 წლის 3 ნოემბერს წყვილს ქალიშვილი ავრორა შეეძინა.

ფელი – ანჟელას ბალბიანი

ანჟელასი ბუენოს-აირესის ხელოვნების უნივერსიტეტში სწავლობდა როდესაც „მეამბოხე სულში“ მონაწილეობა შესთავაზეს. როლმა მას პოპულარობა მოუტანა, თუმცა სამსახიობო კარიერა მან სერიალ „ფლორენსიტას“ გადაღებების შემდეგ დაასრულა. მსახიობმა ჯგუფ Erreway-სთან ერთად სიმღერა „Inmortal“ შეასრულა. 2007 წლის 16 ივნისს ანჟელასი ფელიქს მალონეზე დაქორწინდა და მათ ვაჟი ბენჯამინი შეეძინათ.

გუიდო – დიეგო მესალიო

არგენტინელმა მსახიობმა, ისევე, როგორც „მეამბოხე სულის“ ბევრმა ვარსკვლავმა, სამსახიობო კარიერა სერიალ „ბავშვებით“ დაიწყო. 2010 წლიდან სერიოზულ დრამებში მონაწილეობს. მან ისეთ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა „მოკალი ვიდელა“ და სერიალი „თანაკურსელები“. სერიალებისა და ფილმების გარდა, დიეგო დაკავებულია თეატრალურ დადგმებშიც და ახმოვანებს მულტფილმებს. გარდა ამისა, მსახიობს საკუთარი კაფე-ბარიც აქვს.

 

როგორც უკვე ავღნიშნეთ სერიალმა თაობებზე იქონია გავლენა. თინეიჯერებისთვის გმირები მისაბაძნი გახდნენ, მათი პიროვნული მახასიათებლები, უკვე სერიალს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში გვხვდებოდა. მაგალითისთვის მიას ჩვეული ჟესტი ,,შოკში ვარ’’ 2000-ანების გოგონებში იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისმა კვალმა დღემდე მოაღწია.

©ReneldeWayGeorgia

სერიალის მსახიობების მიერ დაარსებული მუსიკალური ჯგუფის ,,Erreway“-ის ვიდეო კლიპი

ფოტო მთავარზე: ©imdb.com




Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
ჩატვირთვა...