,

თაობა “Y” ვინ არიან მილენიალები?


Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ბევრი ჩვენთაგანი 1994-2000 წლებში დაიბადა. რაც ნიშნავს ჩვენ მილენიალები ვართ. თაობა Y-ის წარმომადგენლები. მშობლებისგან განსხვავებით ჩვენ სულ სხვა მუსიკას ვუსმენთ და სწრაფ კვებას ვანიჭებთ უპირატესობას.

ჟურნალი თაიმსი კი “მემემე” თაობას გვიწოდებს.

ჩვენ ინტერნეტთან ერთად გავიზარდეთ. ეს ჩვენმა თაობამ გამოიგონა სელფი და სოციალური ქსელები. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი ცხოვრება სმარტფონების გარეშე და გამუდმებით საინტერესო სამსახურის ძიებაში ვართ. ახლა მსოფლიოს ზუსტად რომ ჩვენ ვმართავთ. მაგრამ მოდით ქრონოლოგიურად მოვყვეთ.

ყველა თაობას აქვს თავისი დრო და ყავს თავისი გმირი. წარმოიდგინეთ ულვაშიანი ბაბუა, პირობითად:

როლანდი და საბჭოთა კავშირი

როლანდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა და მთელი ცხოვრება ინჟინერად იმუშავა. ის გამოირჩევა თავისი ჯანმრთელობითა თუ გამძლეობით. თავის 20 წლის ასაკში ის აღმერთებს სამშობლოს და მზად არის მისთვის თავიც კი გასწიროს. როლანდი პიონერიც იყო, ერთხანს ხელისუფლებაშიც მოვიდა. პერიოდს რომელშიც როლანდი ცხოვრობდა შეგვიძლია “აღდგომაც” ვუწოდოთ. ის გადაურჩა კრიზისს, ომი უკვე ზურგს უკან არის, ადამიანებს სჯერათ სახელმწიფოებრიობის, ეს უკანასკნელი კი საკუთარ ფუნქციებს ასრულებს იმდენად რომ ადამიანსაც კი გზავნის კოსმოსში.

როლანდის ბევრი შვილი ყავს, რის გამოც მის თაობას ბეიბი ბუმერებს უწოდებენ. ამიტომაც თქვენც სავარაუდოდ რამდენიმე ბიძია და დეიდა უნდა გყავდეთ.

როლანდის შვილებიდან ერთ-ერთი პირობითად ‘რეზიკოა’.

რეზიკო ტელევიზორით გებულობს ბერლინის კედლის დანგრევის ამბავს. ის სწავლობს გადარჩეს და გამოიმუშავოს. რეზიკო საკუთარი წარმატებისკენ მიისწრაფის. კარიერულ საფეხურებზეც ნელ-ნელა ზემოთ ადის ისე, რომ ყოველთვის ერთ მიმართულებაზეა ორიენტირებული. 90-ანებში ის შეიძლება გამხდარიყო მენეჯერი ან ბანდიტი. რეზიკო თაობა X-ის წარმომადგენელია. პერიოდი რომელშიც ის ცხოვრობს “გამოფხიზლებაა”. ადამიანები ძველი კანონების დასამხობად იბრძვიან. ისინი არ არიან ორიენტირებულნი საერთო საქმეებზე, არამედ თავისაზე ზრუნავენ. მუსიკიდან რეზიკოს გრანჟი მოსწონს, შემდეგ გადადის ჰიპ-ჰოპზე… ის აკვირდება თუ როგორ ქმიან მისი თანატოლები Macintosh-ს, Windows-ს…

90-ანებში რეზიკოს შვილი იბადება, პირობითად “გივიკო”.

ბავშვობიდან გივიკო ეჩვევა რომ არავის წინაშე არ არის ვალში. მისი ინტერესები თვითრეალიზაციას უკავშირდება. 25 წლის ასაკში გივიკო დიზაინერად, პროგრამისტად, ან ეკონომისტად იწყებს მუშაობას. მას არ აინტერესებს პოლიტიკა და ტელევიზია. რეზიკო ხომ ინტერნეტის განვითარებისა და მსოფლიო კრიზის ეპოქაში გაიზარდა. რეზიკოს სათამაშო კონსოლები ხიბლავს: ჯერ დენდი, შემდეგ სონი და ა.შ… ის ნაიკის კედებს ატარებს  და ყოველთვის აკვირდება სხვებს. ჩვენი გმირიც სწორედ გივიკოა. ჩვენი თანატოლი მილენიალი — თაობა Y-ის წარმომადგენელი. დროს რომელშიც გივიკო ცხოვრობს “დამხობა” ეწოდება.

ჩვენ არ ვენდობით პოლიტიკოსებს, არ გვჯერა სახელმწიფოსი რადგან ის თავის ფუნქციებს არ ასრულებს. ჩვენ უფრო გვინდა დავტკბეთ საკუთარი ცხოვრებით… ჩვენ ზარმაცები და საკუთარ თავზე შეყვარებულები ვართ, ეს მართალია. მშობლები ბავშვობაში გვეუბნებოდნენ – “შენ განსაკუთრებული ხარ, შეგიძლია გახდე ის რასაც მოისურვებ, მიყევი შენს ოცნებას”. 

ახალგაზდა მილენიალები საკუთარ თავს უნიკალურად თვლიან, საკუთარ შესაძლებლობებს კი უსაზღვროდ. მაგრამ ყველაფერი იცვლება როდესაც ჩვენ ვიღებთ დიპლომს. ოცნების სამსახური თავისით არ მოდის, მოლოდინი კი არ ემთხვევა რეალობას. ამ დროს კი რას შვებიან სხვა დანარჩენები? ერთი მეგობარი აქვეყნებს კლუბში გადაღებულ ფოტოს, მეორე სელფს ცნობილ ადამიანთან, ვიღაცა კი საერთოდ საზღვარგარეთ წავიდა. ამ დროს რიგითი მილენიალი ფიქრობს: “ნუ თუ ყველას საქმეები კარგად მიდის, ჩემი კი არა?! “

რათქმაუნდა არა! ჩვენ უბრალოდ გვიყვარს შევქმნათ საკუთარი თავის ლამაზი კოპიო. ჩვენი მშობლების შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო, მათ არ ჰქონდათ Facebook, instagram და არ უწევდათ გამუდმებით საკუთარი თავის სხვასთან შედარება.

მშობლებთან შედარებით ჩვენ უფრო გვიანაც ვიზრდებით, რაც ნიშნავს დიდი ხანი ვრჩებით ბავშვებად. 20 წლის ასაკში ჩვენი მშობლების თაობა უკვე დაოჯახებული იყო და იცოდნენ რა უნდოდათ. ჩვენ კი გამუდმებით ახალი ინტერესების ძიებაში ვართ. ამიტომაც ხშირად გაიგონებთ კითხვას უფროსი თაობისგან, “ცოლი როდის მოგყავს?” ან “არ თვოხვდები?”

ნიშნავს თუ არა ეს ყოველივე რომ ყველა მილენიალი ზარმაცი და ეგოისტია, ტელეფონს კი მხოლოდ მაშინ შორდებიან როდესაც საჭმელს ჭამენ? 

რათქმაუნდა არა! ჩვენ ძალიან ბევრი პლიუსი გვაქვს. ამბიციურები და მიზანდასახულები ვართ, მზად ვართ ვიშრომოთ არათუ ამერიკული, რუსული ან ქართული ოცნებისთვის, არამედ ჩვენი საკუთარისთვის. ჩვენ გვიყვარს მუშაობა რაღაც იდეის გარშემო და ვეძებთ სამსახურს რომლისგანაც სიამოვნებას მივიღებთ.

მაგრამ მალე ჩვენ შეგვცვლის ახალი თაობა, რომელიც უხეშად რომ ვთქვათ, ‘აღგვგივს პირისაგან მიწისა’.

თაობა Z (ზეტი) ან პოსტ მილენიალების  თაობა

თაობა იმათი, ვინც დაიბადა 2000-ანების შემდეგ. მათ არაფერი იცოდნენ სიცოცხლის შესახებ 11 სექტემბრამდე. მატრიცამდე და ჰარი პოტერამდე. თქვენ წარმოიდგინე მათ პირველი ტერმინატორიც კი არ უნახავთ, რობოტ პოლიციელზე არაფერი ვთქვათ. Youtube მათი ახალი ტელევიზორია. მათ ისწავლეს კლავიატურაზე ასოების აკრეფა იქამდე სანამ ისწავლიდნენ მათ დაწერას ფურცელზე.

ერთ-ერთი მათგანია გივიკოს შვილია პირობითად “დათუნა”

დათუნას არ ყავს კუმირები. Youtube-ზე ერთი ვიდეოს ატვირთვით ყველას შეუძლია ცნობილი სახე გახდეს. დათუნა კრიზისის ეპოქაში გაიზარდა. მას და მის თანატოლებს არ აქვთ ილუზიები. ისინი იყურებიან გარშემო და ხედავენ რა რომ მსოფლიოში ქაოსშია სურთ შეცვალონ ის უკეთესობისკენ.  თაობა Z-ს უკვე ყავს ერთი ნობელის პრემიის ლაურიატი მშვიდობის დარგში — მალალა იუსუფზაი

თქვენ რომელი თაობის წარმომადგენელი ხართ?

(მოგვწერეთ კომენტარებში)

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
ჩატვირთვა...