,

წითელი ხალიჩის 12 კაბა რომლისგანაც ყველა შოკირებული დარჩა


Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

წითელ ხალიჩაზე გავლა, ჰოლივუდის ლამაზმანებისთვის ნამდვილი გამოცდაა. თმა, კაბა, ფეხსაცმელი, სამკაულები – ყველაფერი სრულყოფილი უნდა იყოს.

ზოგიერთი ღონისძიება გვამახსოვრდება არა მარტო გრანდიოზული შოუებისა და ხმამაღალი ჯილდოებისთვის, არამედ დაუვიწყარი კაბებით.

რიანა

© David Fisher/REX/Shutterstock 

2015 წლის კოსტიუმების ინსტიტუტის წითელ ხალიჩაზე, Rihanna- ს გამოჩენა მაყურებელს დიდი ხნის განმავლობაში ახსოვდა. მომღერლის კაბა სახალისო მემეების საგანი გახდა, სადაც ის ხან მრგვალ, დიდ პიცად იქცეოდა, ხანაც ომლეტად.

ნიკი მინაჟი

© Picture Perfect/REX/Shutterstock

ვერსჩეს წითელ, დრამატულ კაბას მაყურებელმა “მისტიკური” უწოდა და მომღერალი ფარული ოკულტური საზოგადოების წევრად შერაცხა.

მაილი საირუსი

© Rob Latour/REX/Shutterstock 

ერთ-ერთმა მოდის კრიტიკოსი ამ კაბას გლადიატორის კორსეტისა და ბროლის ჭაღის ნაზავი უწოდა. თვითონ მომღერალ თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა ამ კაბაში ცერემონიალზე.

კრისი ტეიგენი

© Brian To/REX/Shutterstock 

ამ მოდელმა აუდიტორია ძალიან ჩახსნილი კაბით გააკვირვა, რომელიც გარკვეული კუთხეებიდან ხაზს უსვამდა, რომ მას საცვალი არ ეცვა. იმ ღამეს ვარსკვლავი პაპარაცებს ლინზებს მალევე დაემალა.

ტონი ბრექსტონი

© STEWART COOK/REX/Shutterstock

ითვლება, რომ მომღერალი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მაქსიმალურად ღია კაბით გამოჩნდა ოფიციალურ ღონისძიებაზე. კრისი ტეიგენისგან განსხვავებით, ტონი ბრექსტონმა ლინზების წინ თავი არაჩვეულებრივად იგრძნო და არც პაპარაცებს დამალვია.

საშა გრადივა

© Jim Smeal/BEI/REX/Shutterstock 

რამდენიმე ფოტოს შემდეგ მომღერალს სთხოვეს, მოეხსნა ეს უჩვეულო სამკლაური, რადგან გრემის ცერემონიაზე ნებისმიერი ტიპის იარაღის, თუნდაც სათამაშოს ტარება აკრძალულია. მომღერალმა უარი თქვა მოხსნაზე და ცერემონიალი დატოვა.

ზოი სალდანა

© Matt Baron/REX/Shutterstock

Dolce & Gabbana- ს მდიდრული კაბა საღამოს ერთ-ერთი ყველაზე სადავო კოსტიუმი გახდა. მოდის კრიტიკოსები და მსახიობის გულშემატკივრები ორ ბანაკად დაიყო: ზოგი ფარშევანგის კუდით იყო აღფრთოვანებული, სხვებმა კი მას უგემოვნო უწოდეს.

მადლონა

© Matt Baron/REX/Shutterstock   © David Fisher/REX/Shutterstock 

ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ მისი კაბა — მოდური პროტესტია. მადონას სურდა, იმ სტერეოტიპის დანგრევა, რომ ქალები გარკვეული ასაკის შემდეგ არ რისკავენ გულწრფელი ტანსაცმელით გამომზიურებას.

სარა ჯესიკა პარკერი

© Gregory Pace/BEI/REX/Shutterstock

ეს არის შემთხვევა, როდესაც აქსესუარებმა უფრო მეტი ყურადღება მიიქციეს, ვიდრე თივოთონ კაბამ. ცეცხლოვანი გვირგვინი — ასეთი სახელწოდებით შევიდა ფილიპ ტრეისისდა თავად სარა ჯესიკა პარკერის დიზაინით შეკერილი კაბა ისტორიაში. 

პრიანკა ჩოპრა

© Matt Baron/REX/Shutterstock

მოდის კრიტიკოსებმა Ralph Lauren-ის ეს კაბა ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელ ნიმუშად შერაცხეს. თაყვანისმცემლები კი არ დაეთანხმნენ მათ  და კაბა, ვარსკვლავის ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე და დასამახსოვრებელ ტანისამოსად აღიარეს.

ლეტიცია კასტა

© Picture Perfect/REX/Shutterstock   © Picture Perfect/REX/Shutterstock

მოდის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Dior-ის ყვავილებით მორთულ კაბას, არ სჭირდებოდა მოსაცმელი სახით, ოქროსფერი ბუმბულები. თუმცა სწორად ამ „ფრთების“ გამო მოხვდა ლეტიციას ჩაცმულობა, კანის ფესტივალის ყველა დროის ყველაზე უგემოვნო კაბებს შორის.

ჯოი ვილა

© Broadimage/REX/Shutterstock

მაყურებელმა ამ კაბას “ფერადი მავთულის ღობე” უწოდა და შეადარა ლითონის ქსელს, მრავალფუნქციური ფერად საიზოლაციო ფირებს და სხვა სამშენებლო მასალას.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
ჩატვირთვა...