,

5 რამ რასაც არასოდეს იყიდით როდესაც გაიგებთ თუ რისგან ამზადებენ მათ


Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ყოველდღიურად ჩვენ ვასრულებთ მოქმედებათა გარკვეულ ალგორითმის: ადგომა, საუზმე, სამსახურში წასვლა და ა.შ. მაგრამ, დაფიქრებულხართ თუ არა, რისგან მზადდება მაგალითად არაქისის კარაქი რომელსაც სიამოვნებით მივირთმევთ? ან თუ იცით რისგან არის დამზადებული შამპუნი?

ჩვენ რაღაცა.ჯი დავინტერესედით ამ კითხვებით და რაღაცას მივაგენით.

#1 მწერების ექსკრემენტებს გამოიყენებენ ჟელესა და ჭიქურის დასამზადებლად

© Harold Maxwell-Lefroy   © GLady 

ჭიქურა გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმზე, დამზადებულია ბუნებრივი ფისოვანი ლაქისგან. ეს ფისები არაფერია თუ არა Kerriidaeს ოჯახის მწერების ექსკრემენტები, რომელებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ინდოეთში რამდენიმე ტროპიკული და სუბტროპიკული ხეების პარაზიტები არიან.ფისი  ასევე გამოიყენება წამლების გარე გარსისა და ხის ლაქის დასამზადებლად.

#2 საკონდიტრო ნაწარმის დამზადებისას დასაშვებია მინარევების დონე, რომელიც მოიცავს მღრღნელების ბეწვს

© sipa   © AJEL 

ალბათ სადღაც არსებობს ერთი იღბლიანი ადამიანი, რომელსაც არასოდეს არ შეხვედრია არც ერთი უცნაური თმა ან სხვა უცხო სხეული დონატში ან ხვეულაში. თუ თქვენ არ ხართ ის იღბლიანი, იცოდეთ, ეს ყოველივე მხოლოდ იმიტომ, რომ საწარმოში არსებობს უცხო მინარევების დასაშვები ზომა

#3 ჟელატინს ამზადებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და მისი ტყავისგან

© RyanMcGuire   © herbert2512  

ჟელატინი გამოიყენება მრავალი დესერტის დასამზადებლად, მარმელადისა თუ სხვა. ის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან, ღორის ძვლებისა და ტყავისგან, ასევე თევზისგან მზადდება. მისი მიღება კი ამ ძვლებისა და ტყავის ხანგრძლივი ხარშვითაა შესაზლებელი.

#4 ხორცის პროდუქტებს სხვადასხვა ვირუსებით აინფიცირებენ რათა გაანადგურონ ბაქტერიები

© Dr Graham Beards   © hennigholger

არსებობენ ვირუსები, როგორიცაა მაგალითად ბაქტერიოფაგი. ისინი შერჩევითი მეთოდით წარმოშობენ ბაქტერიულ უჯრედებს, შემდგომ ბაქტერიების შიგნით მრავლდებიან და ამით თვითონ ბაქტერიებს ანადგურებენ.

2006 წელს აშშ-ში სურსათისა და მედიკამენტებისთვის, ბაქტერიოფაგის გამოყენება გადაწყდა. მათი დახმარებით, ფრინველის ხორცს  და სხვა ხორცპროდუქტებს ათავისუფლებენ მავნე ბაქტერიებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ ითვლება ის მოხმარებისთვის მზად. 2007 წელს, ვირუსების გამოყენება ყველა საკვებისთვის გადაწყდა.

#5 ბევრი პომადა შეიცავს ტყვიას

© Alchemist-hp   © kaboompics 

ბევრი მანდილოსანი ყოვედღიურად იყენებს პომადას, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ზოგი მათგანი ტყვიას შეიცავს. ოდესღაც ეს ინფორმაცია მისტიკად აღიქვეს თუმცა დღეს ის უკვე დადასტურებულია მრავალი ანალიზებისა თუ კვლევების შედეგად.

ზოგიერთი კოსმეტიკური კომპანიები ამცირებენ ფასებს გარკვეული სახეობის პომადებზე, რადგან ისინი შეიცავენ ტყვიას, რომელიც შესაძლოა კიბოს განვითარების წინაპირობა გახდეს. კანადურ კოსმეტიკაში ტყვიის გამოყენება აკრძალულია. რაც ნიშნავს მათთვის ვისაც არ სურს პომადაზე უარის თქმა, არსებობს ალტერნატივა.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
ჩატვირთვა...